ახალი ამბები

პატიმრობა შეუფარდეს კაცს, რომელსაც ბრალად არასრულწლოვნის გაუპატიურება ედება

28 იანვარი, 2024 • 841
პატიმრობა შეუფარდეს კაცს, რომელსაც ბრალად არასრულწლოვნის გაუპატიურება ედება

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 51 წლის კაცს, რომელსაც არასრულწლოვნის გაუპატიურება ედება ბრალად.

როგორც დაკავებულის ადვოკატმა მედიას განუცხადა, ის ბრალს არ აღიარებს და მოზარდს პირიქით, ტყუილში ადანაშაულებს. ადვოკატი ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი