ახალი ამბები

“არ მიიღოთ მონაწილეობა” – საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს

13 იანვარი, 2024 •
“არ მიიღოთ მონაწილეობა” – საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს

პრორუსული ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრები 13 იანვარს სამი საათიდან პარლამენტთან იკრიბებიან. საპატრიარქო ავრცელებს განცხადებას მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ და სასულიერო პირებს მოუწოდებს, არ ჩაერთონ დესტრუქციული ხასიათის ქმედებებში.

“ცნობილი ხდება, რომ პარლამენტის შენობის წინ დღეს დაგეგმილი აქცია შესაძლოა, გადაიზარდოს პოლიტიკური ან დესტრუქციული ხასიათის ქმედებებში. სასულიერო პირებს საპატრიარქო მოუწოდებს, იმ შემთხვევაში თუ აქციამ მსგავსი სახე მიიღო, არ მიიღონ აღნიშნულ ქმედებებში მონაწილეობა”, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზე სოციალურ ქსელში.


  • 13 იანვრის შეკრების შესახებ, პრორუსული, ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრებმა 10 იანვარს განაცხადეს, როცა ნატა ფერაძის სახლთან შეიკრიბნენ.
  • პრორუსული ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრებმა ნატა ფერაძის სახლთან შეკრება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 9 იანვარს, აქტივისტმა  ვიდეო გაავრცელა, რომლის კადრებშიც ჩანს, რომ სამების ტაძარში, სავარაუდოდ, საღებავი შეასხეს ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული.
  • ტაძარში მომხდარ ინციდენტზე შსს-მ  გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით [წვრილმანი ხულიგნობა] დაიწყო.
  • პრორუსულმა ძალადობრივმა ალტ-ინფომ და მათმა მხარდამჭერებმა უკმაყოფილება გამოხატეს ხელისუფლების მიმართ, უმოქმედობაში დაადანაშაულეს მთავრობა და 13 იანვარს შეკრება დააანონსეს.
  • ნატა ფერაძის სახლთან მაგავე დღეს თავს დაესხნენ მის მეგობრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი