ახალი ამბებირეკლამა

როგორ გვეხმარება ტაიქოლდი გრიპთან და გაციებასთან ბრძოლაში — პრეპარატის მოქმედების მექანიზმი

11 ივნისი, 2025 •
როგორ გვეხმარება ტაიქოლდი გრიპთან და გაციებასთან ბრძოლაში — პრეპარატის მოქმედების მექანიზმი

გაციების, გრიპის, თუ ისეთი ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, რომელთათვისაც დამახასიათებელია ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ცემინება, ცხვირის “გაჭედვა” თუ სხვა, ხშირად ტაიქოლდის სამკურნალო საშუალებებს იყენებენ.

ტაიქოლდის ჩაი, სავარაუდოდ, ყველაზე ხშირად გაგიგიათ, თუმცა პსპ-ს სააფთიაქო ქსელში ასევე ხელმისაწვდომია ტაიქოლდი კაფსულების სახით. ამ სტატიაში სწორედ ტაიქოლდის კაფსულის მოქმედების მექანიზმზე მოგიყვებით, უფრო ნათელი რომ გახდეს, როგორ ეხმარება ორგანიზმს გრიპისა თუ გაციების სიმპტომების დამარცხებაში.

შედგენილობა

ტაიქოლდის ერთი კაფსული ისეთ აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს, როგორიცაა პარაცეტამოლი, ქლორფენირამინი, მალეატი, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი, ასკორბინის მჟავა, კოფეინი. გაითვალისწინეთ, რომ თუკი თქვენ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე კომპონენტისადმი ზემგრძნობელობა გაქვთ, ეს მედიკამენტი არ უნდა მიიღოთ. ხოლო თუკი დაიწყეთ ტაიქოლდის კაფსულის მიღება და გაწუხებთ თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება, ან პირის სიმშრალე აუცილებლად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, რადგანაც სწორედ ეს სიმპტომებია აღწერილი მედიკამენტის გვერდით მოვლენებში.

ტაიქოლდის კაფსულებს სააფთიაქო ქსელში ექიმის რეცეპტის გარეშე შეიძენთ, თუმცა სასურველია მიღების წესები და დოზირება თქვენს მკურნალ ექიმთან დააზუსტოთ. ანოტაციის მიხედვით, მოზრდილებში შესაძლოა დაინიშნოს 1 კაფსული დღეში სამჯერ, ანუ 24 საათის განმავლობაში. მაგრამ ანოტაციაში ასევე გამოყოფილია განსაკუთრებული მითითებები, თუ როდის და ვისთვის არ არის რეკომენდებული მედიკამენტის მიღება, მაგალითად ორსულებისთვის და ასევე ლაქტაციის პროცესში მყოფი დედებისთვის. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ყურადღებით გაეცნოთ პრეპარატის ანოტაციას და კითხვების შემთხვევაში მიმართოთ ექიმს.

მედიკამენტის მოქმედების მექანიზმი

 ტაიქოლდის მოქმედების მექანიზმი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგანაც იგი ისეთი ნივთიერებების კომბინაციაა, რომლებიც ერთდროულად მოქმედებს და ამსუბუქებს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა თავის თუ კუნთების ტკივილი, ხველა, ცხვირის გაჭედვა.

პრეპარატის შემადგენელი აქტიური კომპონენტებიდან ტკივილ გამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, ანტიანთებითი მოქმედება ახასიათებს პარაცეტამოლს, რომლის მოქმედების მექანიზმიც ჰიპოთალამუსის, თერმორეგულაციის ცენტრში, პროსტაგლანდინების (წინამდებარე ჯირკვლიდან გამოყოფილი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება) სინთეზის დათრგუნვასთან არის დაკავშირებული.

შემდეგი კომპონენტი –  ქლორფენირამინის მალეატია, რომლისთვისაც დამახასიათებელია ანტიალერგიული მოქმედება, ანუ იგი ჰისტამინორეცენტორების ბლოკატორია. მაგალითად ეს ნივთიერება ამცირებს როგორც ცრემლდენას, თვალებისა და ცხვირის ქავილს, ასევე მოქმედებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების სისხლძარღვების გამტარობაზე.

რაც შეეხება ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს, მას ახასიათებს სისხლძარღვების შემავიწროებელი მოქმედება და ამცირებს ზედა სასუნთქი გზებისა და ცხვირის ღრუების ლორწოვანი გარსების შეშუპებასა და სისხლის ჭარბი რაოდენობით დაგროვებას, ჰიპერმიას.

კიდევ ორი კომპონენტი – ასკორბინის მჟავა ზრუნავს ორგანიზმის მდგრადობაზე ინფექციებისადმი, ხოლო კოფეინი – პარაცეტამოლის ანალგეზიურ მოქმედებას აძლიერებს და ამავდროულად თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი