ახალი ამბებირეკლამა

ბათუმს თანამედროვე სტანდარტების ჭადრაკის სასახლე ექნება

25 მაისი, 2023 •
ბათუმს თანამედროვე სტანდარტების ჭადრაკის სასახლე ექნება

აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ბათუმში ჭადრაკის სასახლის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად სახელმწიფო შესყიდვაზე კონკურსი გამოაცხადა. ობიექტის აშენება ლეონიძის #15 -ში იგეგმება.

თანამედროვე სტანდარტების ჭადრაკის სასახლე არქიტექტურულ-გეგმარებითი თვალსაზრისით უნდა დაპროექტდეს 1 ორსართულიან შენობად, შენობის ფასადის დიზაინში გათვალისწინებული უნდა იყოს ჭადრაკის ელემენტები. ორივე სართულზე უნდა მოეწყოს 2 სატურნირო დარბაზი, თითოეული 600 კვ.მ, რომელთა სიმაღლე სივრცის აღქმადობის შესაბამისად იქნება არანაკლებ 4 მეტრისა. დარბაზების შიდა სივრცე უნდა დაიყოს ჭადრაკის ფიგურების ვიზუალის მქონე კოლონებით. მოჭადრაკეებისთვის ორივე დარბაზთან 4-4 სამეცადინო ოთახი უნდა მოეწყოს, დარბაზთან ვიტრაჟული ხედით. გათვალისწინებულია ასევე საკონფერენციო სივრცე.

საჭადრაკო სასახლის პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს 15 სასტუმრო ნომერი, მათ შორის 2 ნომერი ადაპტირებული შშმ პირებისთვის. სასტუმრო სივრცესთან უნდა მოეწყოს სატრენაჟორო დარბაზი და სპორტულ-ლიტერატურული სივრცე საჭადრაკო ბიბლიოთეკით და კვების ობიექტით. ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს გარდერობი – 600 სპორტსმენზე, ორივე სართულზე სატურნირო დარბაზებთან სამედიცინო ოთახი, ადმინისტრაციული ოთახები. ასევე სპორტული მაღაზია.

საჭადრაკო სასახლე მთლიანად უნდა იყოს ადაპტირებული შშმ პირებზე. შენობის ირგვლივ მიმდებარე ფართი კეთილმოეწყობა ჭადრაკის თემის გათვალისწინებით. გაკეთდება 16 კვ/მ ფართის ‘’ეზოს ჭადრაკი’’ . ასევე საქართველოში მშენებლობისთვის არსებული ნორმების შესაბამისი საპარკინგე სივრცე, სპორტული განათება.

შენობა-ნაგებობა აღჭურვილი უნდა იყოს უსაფრთხოების კამერებით, ელექტრო საინჟინრო სისტემებით, ცენტრალური გათბობა-გაგრილების, ხანძარქრობის და კვამლგამწოვი, ასევე გამოცხადების და უკუკავშირის სისტემებით. შენობაში გათვალისწინებული უნდა იყოს სარეზერვო ელ. კვება.

წინამდებარე დავალება მოიცავს ქალაქ ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდებით (ს/კ 05.25.12.025) თანამედროვე სტანდარტების ჭადრაკის სასახლის მშენებლობის დეტალური საპროექტო

მასალების გადაბეჭდვის წესი