ახალი ამბები

თურქეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტმა შვედეთის ნატოში შესვლას მხარი დაუჭირა

26 დეკემბერი, 2023 • 1023
თურქეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტმა შვედეთის ნატოში შესვლას მხარი დაუჭირა

თურქეთის საკანონმდებლო ორგანოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი სრულად დაუჭირა შვედეთის ნატოში შესვლას.

თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შემდეგ გადაწყვეტილება საბოლოოდ დასამტკიცებლად საკანონმდებლომ ორგანოს გენერალურ ასამბლეას გაეგზავნება, სადაც კენჭს უყრიან.

2023 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკებების შედეგად, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დათანხმდა ნატოში შვედეთის მიღებას. გადაწყვეტილება კი ფორმალურად თურქეთის საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს, რომელსაც ერდოღანის კოალიცია აკონტროლებს.

შვედეთმა ნატოს წევრობა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გადაწყვიტა. აღნიშნულს ნატოს წევრებიდან მხოლოდ უნგრეთი და თურქეთი ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა დასავლელმა მოკავშირეებმა ეს წინაღობა მალევე დაძლიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი