ახალი ამბები

ერდოღანმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერი კანონპროექტი პარლამენტს წარუდგინა

23 ოქტომბერი, 2023 • 1367
ერდოღანმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერი კანონპროექტი პარლამენტს წარუდგინა

თურქეთის პრეზიდენტმა პარლამენტს რატიფიკაციისთვის წარუდგინა კანონპროექტი შვედეთის ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერასთან დაკავშირებით. 

ინფორმაციას “როიტერსი” ერდოღანის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ინფორმაცია, რომ თურქეთი მხარს დაუჭერდა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას, 2023 წლის ივლისში გახდა ცნობილი:

“მოხარული ვარ, განვაცხადო… რომ პრეზიდენტი ერდოღანი დათანხმდა შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის გადაცემას დიდი ეროვნული ასამბლეისთვის რაც შეიძლება მალე, ასევე- მჭიდროდ თანამშრომლობას ასამბლეასთან [პროტოკოლის] რატიფიცირების უზრუნველსაყოფად”, – განაცხადა ივლისში ნატოს სამიტის დროს  ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს  სტოლტენბერგმა. 

ივლისშივე ითქვა, რომ შესაბამის პროტოკოლს ერდოღანი თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას, იმავე პარლამენტს, შემოდგომაზე წარუდგენდა. 

შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი უკვე დაუჭირა ნატოს წევრი 30 ქვეყნიდან 28-მ. რჩებოდნენ მხოლოდ თურქეთი და უნგრეთი. 4 ივლისს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მისი ქვეყანა მხარს დაუჭერდა შვედეთის განაცხადს მას შემდეგ, რაც აღნიშნულის მზადყოფნას თურქეთი გამოთქვამდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი