ახალი ამბები

„საქართველოს რკინიგზა“ Уральские локомотивы-ის 10 ელმავალს ყიდულობს

26 დეკემბერი, 2023 • 3260
„საქართველოს რკინიგზა“ Уральские локомотивы-ის 10 ელმავალს ყიდულობს

„საქართველოს რკინიგზა“ რუსული Уральские локомотивы-ის მიერ წარმოებულ 10 ელმავალს ყიდულობს.

როგორც „ნეტგაზეთი“ 7 ნოემბერს წერდა, „საქართველოს რკინიგზამ“ 180 მილიონზე მეტი ღირებულების 10 ელმავლისა და მისი ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა და სატენდერო მოთხოვნაში ჩაწერა, რომ ელმავალი რუსეთის ან საბაჟო კავშირის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.

ამჟამად მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება ტენდერში მონაწილე პრეტენდეტ „გეორგიასთან“, რომლის 100%-იან წილსაც გელა ძიძიკაშვილი ფლობს. მომწოდებელი („გეორგია“) ვალდებულებას იღებს, განახორციელოს მუდმივი დენის მაგისტრალური 10 ელმავლის ტექნიკური მომსახურება და რემონტი. თავად ამ ელმავლებს კი Уральские локомотивы-დან ყიდულობს. Уральские локомотивы არის 2010 წელს, რუსული СИНАРА ჯგუფისა და გერმანული ტექნოლოგიური გიგანტის Siemens-ის მიერ რუსეთში დაფუძნებული ქარხანა.

ამ თემაზე:

რკინიგზა საბაჟო კავშირის სტანდარტის ელმავლებს ყიდულობს

TI-საქართველო რკინიგზის, სავარაუდოდ, რუსულ კომპანიაზე მორგებული ტენდერის შესწავლას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი