ახალი ამბები

ჯანდაცვა: რეფერენტული ფასები, ჯამში, 5 000-ზე მეტ მედიკამენტზე გაფართოვდა

20 დეკემბერი, 2023 • 1156
ჯანდაცვა: რეფერენტული ფასები, ჯამში, 5 000-ზე მეტ მედიკამენტზე გაფართოვდა

წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 5 000-ზე მეტ მედიკამენტზე არის განსაზღვრული. უწყების ცნობით, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი გავრცელდა იმ წამლებზეც, როლებზეც ფარმაცევტულ ქსელებს ჭარბი ფასნამატი ჰქონდათ განსაზღვრული და იმპორტის ფასთან შედარებით 1000%, 2000% და 3000%-ით ძვირად ყიდდნენ.

„წამლების ჩამონათვალი რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი მოქმედებს, ეტაპობრივად გაფართოვდება და ფარმაცევტულ ბაზარზე აქტიურად მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების მოცვა სრულად მოხდება. რეფორმის მიზანი მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. რეფორმა ფარმაცევტული პროდუქტის ფასებს საშუალოდ 40%-ით ამცირებს“, — აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო.

მედიკამენტების ჩამონათვალისა და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://referenceprice.moh.gov.ge/ui/#/main

მასალების გადაბეჭდვის წესი