ახალი ამბები

ფასის ზედა ზღვარი ჯამში 1600-ზე მეტ მედიკამენტზე დაწესდა

22 მაისი, 2023 • 1356
ფასის ზედა ზღვარი ჯამში 1600-ზე მეტ მედიკამენტზე დაწესდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წამალთა ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი იმოქმედებს გაიზარდა. უწყება ამბობს, რომ ამჟამად 1600-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ფასის ზედა ზღვარია დაწესებული.

ოფიციალურ განცხადებაში სამინისტრო ამბობს, რომ ფასების ზედა ზღვარი წლის ბოლომდე 7000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება.

წამალზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოში ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტების ნაწილზე ღირებულების მაქსიმალური ზედა ზღვარი დადგინდა. მათი რეალიზაცია ამ ფასზე ძვირად აკრძალულია. თუ აფთიაქები მედიკამენტებს, აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან – ისინი დაჯარიმდებიან.

წამალთა ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი