ახალი ამბები

ნაპოვნია მოზარდი, რომელიც ცოფიანმა ძაღლმა გაკაწრა

20 დეკემბერი, 2023 • 3298
ნაპოვნია მოზარდი, რომელიც ცოფიანმა ძაღლმა გაკაწრა

ნაპოვნია მოზარდი, რომელიც თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურთან ძაღლმა გაკაწრა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს არაოფიციალურად სხვადასხვა უწყებაში დაუდასტურეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაადასტურა.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, მოზარდი პირველად იმ დღესვე აცრეს, როცა ძაღლმა გაკაწრა, შემდეგ კი კიდევ ორი აცრა ჩაუტარდა.

მომხდარის შესახებ განცხადება სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ, 19 დეკემბერს გაავრცელა. უწყება წერდა, რომ შეტყობინება ძაღლის დაღუპვის შემდეგ, 18 დეკემბერს შევიდა. ცხოველის პათოლოგიური მასალა გაიგზავნა ლაბორატორიაში და 19 დეკემბერს ცნობილი გახდა კვლევის შედეგები.

მასალების გადაბეჭდვის წესი