ახალი ამბები

იძებნება მოზარდი, რომელიც ცოფიანმა ძაღლმა გაკაწრა

20 დეკემბერი, 2023 • 1507
იძებნება მოზარდი, რომელიც ცოფიანმა ძაღლმა გაკაწრა

სურსათის ეროვნული სააგენტო იტყობინება, რომ ეძებენ მოზარდს, რომელიც თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურთან ძაღლმა გაკაწრა.

სააგენტოს ცნობით, ტერიტორიაზე ნაპოვნ მკვდარ, მიუსაფარ ძაღლს ლაბორატორიული კვლევის შედეგად ცოფი დაუდასტურდა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში შეტყობინება ძაღლის დაღუპვის შემდეგ, 18 დეკემბერს შევიდა. ცხოველის პათოლოგიური მასალა გაიგზავნა ლაბორატორიაში და 19 დეკემბერს ცნობილი გახდა კვლევის შედეგები.

„შეტყობინების მიხედვით, შეტყობინების ავტორს არ აქვს მოზარდის და მშობლების მაიდენტიფიცირებელი ან საკონტაქტო ინფორმაცია. არც ის არის ცნობილი, ჩაუტარდა თუ არა მოზარდს საჭირო ანტირაბიული ვაქცინაცია. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შემთხვევის შესახებ აცნობა ყველა შესაბამის უწყებას. ამავდროულად, სააგენტო მოზარდის მშობლებს ბავშვის დაუყოვნებლივ ვაქცინაციისკენ და გამოხმაურებისკენ მოუწოდებს“, — აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

მასალების გადაბეჭდვის წესი