ახალი ამბები

ყალბი 50 და 100-ლარიანი კუპიურების დამზადების ბრალდებით სამი პირი დაააკავეს

22 დეკემბერი, 2020 • 1626
ყალბი 50 და 100-ლარიანი კუპიურების დამზადების ბრალდებით სამი პირი დაააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი ამხილეს, მათგან სამს კი პატიმრობა შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ყალბი 50 და 100-ლარიანი კუპიურები დაამზადეს და ქუთაისში მდებარე სხვადასხვა ობიექტზე გაასაღეს.

“გამოძიებით დადგენდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, იმერეთის რეგიონში, კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით, დაამზადეს საქართველოს ეროვნული ბანკის ყალბი 50 და-100 ლარიანი კუპიურები, რომლებიც შემდგომში გაასაღეს ქუთაისში მდებარე ბენზინგასამართ სადგურებში და სავაჭრო ქსელში”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ბრალდებულების მიერ, ჯამში, გასაღებულია 550 ლარის ოდენობის ყალბი კუპიურა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი