ახალი ამბები

ყალბი 100-ლარიანი კუპიურების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

22 აგვისტო, 2019 •
ყალბი 100-ლარიანი კუპიურების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ყალბი 100-ლარიანი კუპიურების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ქ. თბილისში მდებარე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში გაასაღეს, ჯამში, 900 ლარის ოდენობის ყალბი 100-ლარიანი კუპიურა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია 2 ცალი ყალბი 100-ლარიანი კუპიურა, ასევე, ყალბი ფულის დასამზადებლად განკუთვნილი ტექნიკური მოწყობილობები და პოლიგრაფიული მასალა“, – აცხადებს საგამოძიებოო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან  10 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი