საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში, საცხოვრებელ სახლში ამზადებდა ყალბ 100-ლარიან კუპიურებს, რომლის შემდგომ რეალიზაციასაც ახდენდა თბილისის სავაჭრო ქსელში.
დადგენილია არაერთი სავაჭრო ობიექტი, სადაც ბრალდებულის მიერ გასაღებულ იქნა ყალბი 100- ლარიანი კუპიურები.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში, ამოღებულია 800 ლარის ოდენობის ყალბი 100-ლარიანი კუპიურა, ასევე ამოღებულია ყალბი ფულის დასამზადებლად განკუთვნილი კომპიუტერული ტექნიკა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.