ახალი ამბები

YouTube Premium საქართველოშიც ჩაირთო — ხელმისაწვდომია 3 პაკეტი

6 დეკემბერი, 2023 • 1606
YouTube Premium საქართველოშიც ჩაირთო — ხელმისაწვდომია 3 პაკეტი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ვიდეოჰოსტინგ YouTube-ის პრემიუმ ვერსია საქართველოშიც გახლდა ხელმისაწვდომი. საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის სერვისი დღეს, 6 დეკემბერიდან გახდა ხელმისაწვდომი.

YouTube Premium ფასიანი სერვისია, რომელიც მომხმარებლებს უფასო, სტანდარტულ ვერსიასთან შედარებით რიგ უპირატესობას სთავაზობს. კერძოდ:

  • ვიდეობის რეკლამის გარეშე ყურებას;
  • ვიდეობის ფონურ რეჟიმში ყურებას – მაგალითად, სმარტფონში ვიდეო არ გამოირთვება მაშინაც კი, როდესაც სხვა აპლიკაცია გაქვთ ჩართული, ასევე, ფონურ რეჟიმში.
  • YouTube Music-ის სერვისს, რომელშიც მილიონობით მუსიკალური კომპოზიცია შედის.

რაც შეეხება ფასს, ხელმისწავდომია სამი პაკეტი:

  • სტუდენტური – თვეში 10.29 ლარი;
  • ინდივიდუალური – 17.49 ლარი;
  • საოჯახო [ექვსი მომხმარებლისთვის] – 33.29 ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი