ახალი ამბები

ენმ-ის ხუთივე დეპუტატმა ჭიათურაში პარტია დატოვა

5 დეკემბერი, 2023 • 754
ენმ-ის ხუთივე დეპუტატმა ჭიათურაში პარტია დატოვა

ჭიათურის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ხუთივე წევრმა პარტია დატოვა.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ გოგი ჩიკვილაძემ განაცხადა, პარტიის დატოვების საფუძველი ახალი მენეჯმენტი გახდა, „ბოლო წვეთი“ კი გახდა ფოთის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარეობიდან დარეჯან ცხვიტარიას გადაყენება.

„ახალმა მენეჯმენტმა ვერ მოახერხა ის, რომ პარტია გაერთიანებულიყო. თუ სხვა გზა აღარ რჩება, სჯობს გაეცალო ამ ვითარებას და იბრძოლო არსებული რეჟიმის წინააღმდეგ სხვა პლატფორმიდან ან სხვა სიტუაციიდან“, — განაცხადა ჩიკვილაძემ.

ენმ-დან წასული დეპუტატები მანდატებს არ ტოვებენ და აცხადებენ, რომ საკრებულოში მუშაობას ახალი ფრაქციის სახელით გააგრძელებენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ ასევე დატოვა ბათუმის საკრებულოს  7-მა წევრმა და 14-მა დეპუტატმა ზუგდიდის საკრებულოდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი