ახალი ამბებისაზოგადოება

ზუგდიდის საკრებულოს 14-მა დეპუტატმა ენმ დატოვა

5 დეკემბერი, 2023 • 971
ზუგდიდის საკრებულოს 14-მა დეპუტატმა ენმ დატოვა

ზუგდიდის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ 14-მა დეპუტატმა პარტია დატოვა.

ზუგდიდის საკრებულოში ენმ-ს სულ 22 წევრი ჰყავს.

„ეს არის ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება, რომელზეც ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ, ვილაპარაკეთ“, — განაცხადა დეპუტატმა მაია კალანდიამ.

მისი თქმით, პარტიაში დამკვიდრდა არადემოკრატიული პრინციპებით მართვა და პარტიის წევრებს არ აღმოაჩნდათ საკმარისი მოტივაცია საერთო ენის გამოსანახავად.

4 დეკემბერს „ნაციონალური მოძრაობა“ ასევე დატოვა ბათუმის საკრებულოს 7-მა წევრმა.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/507273/

მასალების გადაბეჭდვის წესი