ქართველი საოპერო მომღერალი მედეა ამირანაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.
ლეგენდარულმა სოპრანომ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1954 წელს დაამთავრა. იმავე წელს შედგა მისი დებიუტი ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, რის შემდეგაც ამავე თეატრის წამყვანი სოლისტი გახდა.
მედეა ამირანაშვილი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუსი, ღირსებისა და თამარ მეფის ორდენების მფლობელია. ეს უკანასკნელი ჯილდო მან 2021 წელს მიიღო.
გარეკანის ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა