ახალი ამბებირეკლამა

სამტრედიასა და თეთრიწყაროში სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი გაიხსნება

27 ნოემბერი, 2023 • 671
სამტრედიასა და თეთრიწყაროში სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი გაიხსნება

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი პროფესიულ სწავლებას მსურველებს უკვე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შესთავაზებს. 

USAID-ის გრანტის, სს „საქართველოს რკინიგზის”, შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისა” და  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ჰიბრიდული ცენტრები სამტრედიასა და თეთრიწყაროში გაიხსნება. 

სტუდენტები სარკინიგზო პროფესიებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაეუფლებიან. სასწავლო ფართები კოლეჯს საქართველოს რკინიგზამ გამოუყო. აღსანიშნავია, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში სტუდენტები სხვადასხვა  სარკინიგზო პროფესიებს სწავლობენ, წარმატების შემთხვევაში კი კომპანიაში დასაქმების პერსპექტივა აქვთ. 

საქართველოს რკინიგზა უკვე წლებია აქტიურად უჭერს მხარს ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი