ახალი ამბები

ფაშინიანი: მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე

10 ნოემბერი, 2023 • 2345
ფაშინიანი: მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ მიესალმება ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ამის შესახებ მან პარიზის მშვიდობის ფორუმზე, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამოსვლისას განაცხადა.

„მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციას, მიენიჭოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ [პრემიერ ღარიბაშვილს] ოფიციალურად მოგილოცავთ, როცა შესაბამის გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო მიიღებს. მნიშვნელოვანი პროცესია და ყურადღებით ვადევნებთ თვალს, რა ხდება. საქართველოს წარმატებას ვუსურვებთ“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

8 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების პაკეტის ანგარიში და საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი