ახალი ამბები

„მივულოცე მეგობარ ქართველ ხალხს ევროკომისიის დადებითი შეფასება“ — ზელენსკი

8 ნოემბერი, 2023 • 1147
„მივულოცე მეგობარ ქართველ ხალხს ევროკომისიის დადებითი შეფასება“ — ზელენსკი

საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია მიულოცეს ერთმანეთს.

ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“) წერს, რომ სატელეფონო ზარისას სალომე ზურაბიშვილმა მიულოცა უკრაინელებს, თავად კი მიულოცა მეგობარ ქართველ ხალხს ევროკომისიის დადებითი შეფასება.

„მე მადლობა გადავუხადე საქართველოს მალტაში, მშვიდობის ფორმულის ბოლო შეხვედრაზე წარმომადგენლის გაგზავნისთვის. მე ასევე დავაყენე უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის შესაბამის სამედიცინო დახმარებაზე წვდომის საკითხი“, – წერს ზელენსკი.

დღეს, 8 ოქტომბერს, ევროკომისიამ  გამოაქვეყნა გაფართოების პაკეტის ანგარიში და საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი