ახალი ამბები

ბათუმში მართლმადიდებელი მრევლი აქციას მართავს

25 აგვისტო, 2010 •
ბათუმში მართლმადიდებელი მრევლი აქციას მართავს

ამ წუთებში მართლმადიდებელი მრევლი ბათუმში იკრიბება და გეი აღლუმთან დაკავშირებით საპროტესტო მსვლელობას გეგმავს. ბათუმის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა ბასილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ისინი ბათუმში  მსვლელობას გეგმავენ, რათა მოსახლეობა მოსალოდნელი აღლუმის შესახებ გააფრთხილონ.

მისი განცხადებით, ისინი მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ აღლუმთან დაკავშირებით  პროტესტი გამოთქვან, რადგან ესაა ”ქართველი ერის სულში ჩაფურთხება”.

ამასთან, დეკანოზი ბასილი აღნიშნავს, რომ   მოქალაქეებს ძალადობისკენ არ მოუწოდებენ.

ნეტგაზეთის კითხვაზე,  საიდან აქვთ ინფორმაცია, რომ ბათუმში გეი აღლუმი იმართება, განაცხადეს, რომ არსებობს საიტები, რომლებზეც ამის თაობაზე მანიფესტია გავრცელებული.

ბათუმის საკათედრო ტაძრის წინამძღოლმა განაცხადა, რომ  დეტალურ ინფორმაციას ამის თაობაზე აქციაზე გაავრცელებენ.

 მართლმადიდებელი მრევლი საპროტესტო მსვლელობას ბათუმის საკათედრო ტაძრიდან 12.00 საათზე დაიწყებს. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გეი აღლუმი ტარდება, არ დასტურდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი