ახალი ამბები

პრეზიდენტი ეხმაურება ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს

6 ნოემბერი, 2023 • 1302
პრეზიდენტი ეხმაურება ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება კირბალთან რუსი ოკუპანტების მხრიდან საქართველოს მოქალაქეის მკვლელობის ფაქტს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ღრმად არის აღშფოთებული და ამას საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე თავდასხმად მიიჩნევს, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს “ერთმორწმუნე ძმის” სახეს.

პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს რუსეთის ქმედებების დაგმობისკენ.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების განცხადებით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ასევე უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

“მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით”, – აცხადებენ სუს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი