ახალი ამბები

ჰამასის საჰაერო ძალების მეთაური ლიკვიდირებულია – ისრაელის თავდაცვის ძალები

28 ოქტომბერი, 2023 • 1619
ჰამასის საჰაერო ძალების მეთაური ლიკვიდირებულია – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ჰამასის საჰაერო ძალების მეთაური ლიკვიდირებულია.

IDF-ს განცხადებით, ჰამასის საჰაერო ძალების ხელმძღვანელი ისამ აბუ რუკბეჰი ღამით ღაზაზე საჰაერო თავდასხმის დროს მოკლეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების თანახმად, აბუ რუკბეჰი  პასუხისმგებელი იყო ჰამასის უპილოტო საფრენი აპარატების, პარაპლანისტების და საჰაერო თავდაცვის მართვაზე.

IDF-ს განცხადებით, აბუ რუკბეჰმა მნიშნელოვანი როლი ითამაშა 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ თავდასხმის დაგეგმვასა და განხორციელებაში.  მანამდე, 14 ოქტომბერს, IDF-მა განაცხადა, რომ ჰამასის საჰაერო ძალების წინა მეთაური მურად აბუ მურადი მოკლეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განაცხადებით, ავიაიერიშის დროს მოკლულია ჰამასის კიდევ ერთი მეთაური რატებ აბუ საჰიბანი, რომელიც ღაზის ბრიგადის საზღვაო ძალებს ხელმღვანელობდა. როგორც IDF ამბობს,  აბუ საჰიბანმა დაგეგმა და მეთაურობდა 24 ოქტომბერს ჰამასს, რომ ისრაელში ზღვის გავლით შეეღწია.

27 ოქომბერს, ღამით ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაცხადეს, რომ „აფართოებენ სახმელეთო მოქმედებებს“ ღაზის სექტორში. IDF-ის სპიკერ დანიელ ჰაგარის განცხადებას წინ უძღოდა ცნობები ღაზაში აფეთქებების დიდი სერიის შესახებ.

საერთაშორისო მედიის ცნობით, პარასკევს ღამით ისრაელის საჰაერო თავდასხმები ღაზაზე ყველაზე ინტენსიური იყო ბოლო სამი კვირის განმავლობაში, რაც კონფლიქტი გამწვავდა.

პალესტინის სატელეკომუნიკაციო კომპანიამ, რომელიც უზრუნველყოფს ღაზის სექტორის მობილურ მომსახურებას, განაცხადა, რომ ინტენსიურმა დაბომბვამ სატელეკომუნიკაციო მომსახურების სრული შეწყვეტა გამოიწვია.

როგორც IDF აცხადებს, 27 ოქტომბერს ღამით დაწყებული ოპერაციის შემდეგ, ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზის ჩრდილოეთი ნაწილში ჰამასის დაჯგუფების 150-ზე მეტ ობიექტს, მიწისქვეშა გვირაბს და ბუნკერს დაარტყეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი