ახალი ამბები

ისრაელმა ღაზაში სახმელეთო მოქმედებების გაფართოების შესახებ განაცხადა

27 ოქტომბერი, 2023 • 2821
ისრაელმა ღაზაში სახმელეთო მოქმედებების გაფართოების შესახებ განაცხადა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) გამოაცხადეს, რომ „აფართოებენ სახმელეთო მოქმედებებს“ ღაზის სექტორში.

IDF-ის სპიკერ დანიელ ჰაგარის განცხადებას წინ უძღოდა ცნობები ღაზაში აფეთქებების დიდი სერიის შესახებ.

”ბოლო საათებში ჩვენ გავზარდეთ თავდასხმები ღაზაში. საჰაერო ძალები ფართოდ უტევენ მიწისქვეშა ობიექტებს და ტერორისტულ ინფრასტრუქტურას. გრძელდება ბოლო დღეებში ჩვენ მიერ დაწყებული შეტევითი მოქმედებების ფარგლებში, დღეს საღამოს სახმელეთო ძალები აფართოებენ სახმელეთო აქტივობას“, — განაცხადა ჰაგარიმ.

საერთაშორისო მედიის ცნობით, პარასკევს ღამით ისრაელის საჰაერო თავდასხმები ღაზაზე ყველაზე ინტენსიური იყო ბოლო სამი კვირის განმავლობაში, რაც კონფლიქტი გამწვავდა.

პალესტინის სატელეკომუნიკაციო კომპანიამ, რომელიც უზრუნველყოფს ღაზის სექტორის მობილურ მომსახურებას, განაცხადა, რომ ინტენსიურმა დაბომბვამ სატელეკომუნიკაციო მომსახურების სრული შეწყვეტა გამოიწვია.

მანამდე ისრაელის ჯარებმა განახორციელეს „მიზანმიმართული რეიდები“ ღაზის სექტორში.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის მაცხოვრებლებს მოუწოდა, მათი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე გადაინაცვლონ სამხრეთით.

მასალების გადაბეჭდვის წესი