დღეს, 24 ოქტომბერს, თბილისში გაიმართა „უკრაინაში ქართული ლეგიონის მხარდაჭერის ფონდის“ პრეზენტაცია.
ღონისძიებაზე ქართული ლეგიონის ახალი ოფიციალური ვებგვერდი GL.ge წარადგინეს. აღნიშნული ვებგვერდიდან მსურველები შეძლებენ ლეგიონისთვის შემოწირულობის გაღებას. ამავე გვერდზე განთავსდება სიახლეები ქართული ლეგიონის შესახებ.
ღონისძიებაში დისტანციურად მონაწილეობდა ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი.
„ქართული ლეგიონი“ 2014 წელს შეიქმნა, უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ. ამჟამად ლეგიონი უცხოელთა ყველაზე დიდი სამხედრო ფორმირებაა უკრაინაში. მისი არაერთი წევრი რუსეთში ან ძებნილია, ან სულაც „დამნაშავედაა“ გამოცხადებული.
