ჩინეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითავშვილმა დღეს, 23 ოქტომბერს, განაცხადა.
მისი თქმით, ეს საკითხი გასულ კვირას პეკინში გამართულ საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის სხდომაზე განიხილეს.
როგორც დავითაშვილი ამბობს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე პოზიტიურადაა აღქმული.
„იმაზეც ისაუბრეს, რომ სარკისებურად განიხილება ვიზების გაუქმება საქართველოს მოქალაქეთათვისაც, რისი იმედიც მაქვს ჩინეთის მთავრობისგან. ეს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს კიდევ უფრო გააძლიერებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 სექტემბრიდან ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში სავიზო რეჟიმი გაუქმდა.