ახალი ამბები

„არ მჯე­რა, რომ თავი მოიკლა“ – ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებელი საეჭვო გარემოებებზე საუბრობს

29 აპრილი, 2023 • 11008
„არ მჯე­რა, რომ თავი მოიკლა“ – ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებელი საეჭვო გარემოებებზე საუბრობს

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებლის სერგო შუბითიძის განცხადებით არ სჯერა, რომ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა და ეჭვობს, რომ საქმე გაყალბდა. ამის შესახებ მან „შაბათის ფორმულასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

სერგო შუბითიძე ბაჩალიაშვილის საქმის იმ გარემოებებზე საუბრობს, რომელიც მას საეჭვოდ მიაჩნია და მიანიშნებს, რომ საქმე შესაძლოა გაყალბებული იყოს.

„ფორმულას“ ცნობით, სერგო შუბითიძე,  თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში კურირებდა, ვიდრე გამოძიებას თბილისი გადაიბარებდა.

„გვა­მი იყო გა­სი­ე­ბუ­ლი და სხე­უ­ლის არც ერთი ნა­წი­ლი არ იყო ცა­რი­ე­ლი. თვა­ლე­ბი­და­ნაც კი მატ­ლე­ბი ამო­დი­ოდ­ა. ვერ მოხდა ისე დათვალიერება, როგოროც საჭირო იყო, რადგან გვამი ლპო­ბა­ში იყო წასული. იყო სა­უბ­რე­ბი, რომ მან­ქა­ნა­ში ბუზი შეფ­რინ­და… მაგ­რამ მან­ქა­ნის სა­ქა­რე მი­ნე­ბი ხომ აწე­უ­ლი იყო და რამდენი ბუზი უნდა შეფრენილიყო? შე­საძ­ლოა ბუ­ზე­ბის­გან წარ­მო­ქმნილიყო ეს მატ­ლე­ბ, მაგ­რამ განა რამ­დე­ნი? სავ­სე იყო გვა­მი მატ­ლე­ბით. მე უფრო მაგ ვერ­სი­ას ვუშ­ვებ, რომ შე­საძ­ლოა იყო მი­წა­ზე. თუ მიწაზე იქნებოდა, უფრო მეტი[მატლი] გაუჩნდებოდა, მაგრამ…“, – ამბობს სერგო შუბითიძე.

კიდევ ერთი გარემოება, რაც სერგო შუბითიძეს ეჭვებს უჩენს, თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონია, რომელიც გამომძიებელთან დაულუქავ მდგომარეობაში მიიტანეს, რომელიც მისი თქმით, დალუქული უნდა ყოფილიყო.

„თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება მე დავიწყე. ასევე მე დამევალა, რომ დადგენილება გამეკეთებინა გვამის ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით. სწორედ ამ პერიოდში ჩემთან მოვიდა თანამშრომელი, ეს პირი ახლა მუშაობს თეთრიწყაროს რაიონულ სამმართველოში, საგამოძიებო ხაზით, ეს არის ელგუჯა აპუაშვილი, რომელმაც მოიტანა ტელეფონი და ასევე ლუქი. [ელგუჯა აპუაშვილმა] მთხოვა, რომ დამელუქა [თამარ ბაჩალიაშვილის] ტელეფონი. ელგუჯას ვკითხე, რომ ეს ტელეფონი რა იყო და გამიკვირდა. ამაზე ვუთხარი, რომ ეს სწორი არ იყო, თუ ტელეფონი ამოღებული იყო შემთხვევის ადგილიდან, უნდა დალუქულიყო ადგილზე. მეწყინდა, უბრალოდ, გამოდის, რომ რაღაცას ცუდს ვაკეთებდით. ამაზე პრეტენზია რომ გამოვთქვი, მითხრა, რომ შემეძლო ხელმძღვანელობისთვის დამერეკა. დავლუქე და გავატანე უკან. ტელეფონს სანამ დავლუქავდი, იმ მომენტისთვის ის გამორთული იყო. ჩემი აზრით, სანამ ელგუჯა მოვიდოდა ჩემთან და მომიტანდა ამ ტელეფონს, სავარაუდოდ, მანამდე მოხდა ამ ტელეფონის ან გახსნა ან დათვალიერება“, – ყვება სერგო თეთრაძე.

სერგო შუბითიძე ეჭვობს, რომ მასთან მიტანამდე თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონი გაასუფთავეს.

„მეორე თუ მესამე დღეს, ოქმის საფუძველზე გავხსენი თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონი და დავიწყე დათვალიერება როგორც შემოსული და გასული მოკლეტექსტური შეტყობინებების, ასევე ზარების, WhatsApp-ის და Viber-ის. ამას რომ ვათვალიერებდი, გამიჩნდა ერთადერთი კითხვა, რომ 18 ივლისის ზევით, დავუშვათ 17, 16, 15 ივლისს არანაირი ნომრები და მესიჯები არ იყო შემოსული, იყო საქართველოს ბანკიდან შემოსული შეტყობინება და ასეთი რაღაცები. რა თქმა უნდა, ეს ძალიან გამიკვირდა, რადგან ასეთი გაქანების გოგოსთან, მით უმეტეს ასეთ ადგილას მუშაობდა, წესით უნდა ყოფილიყო წინა რიცხვებში ზარები შემოსული. არანაირი დახმარება არ დამჭირვებია [ტელეფონის ჩართვაში]. მე რომ ტელეფონი ჩამერთო, წესით უნდა შემოსულიყო გამოტოვებული ზარები, თუნდაც რაიმე სმს.

თავიდან ეჭვი იმაზე დამებადა, რომ ელგუჯა აპუაშვილს ეს ტელეფონი არ უნდა მოეტანა, თუნდაც გახსნილ მდგომარეობაში. მას ხელი არ მიუწვდებოდა ამაზე. ნივთებს, რომელსაც იღებს გამომძიებელი, გამომძიებელთან რჩება. ვინ მისცა მას ეს ტელეფონი, ვის მიუტანა ან ვინ გამოატანა? მე თითს არა­ვის­კენ არ გა­ვიშ­ვერ, მაგ­რამ ფაქ­ტია, ტე­ლე­ფო­ნი მო­მიტანა ელგუჯა აპუაშვილმა და­უ­ლუ­ქავ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და იყო ცალკე ლუქი, მათ შორის [მიხეილ] რამიშვილის ხელმოწერაც იყო იქ და სხვა მონაწილე პირების. არანაირი [ლაქა ტელეფონს არ ჰქონდა]. თუ იქნებოდა, ოქმში მივუთითებდით. რადგან როცა ნივთს რამე დაზიანებაა ნივთზე ან ლაქა აქვს, ამას ვუთითებთ, რომ შემდგომ, თუნდაც მფლობელს პრეტენზია არ გაუჩნდეს“, – ყვება სერგო შუბითიძე.

კიდევ ერთი გარემოება, რაზეც სერგო შუბითიძე საუბრობს, თამარ ბაჩალიაშვილის თანამშრომლების დაკითხვაა. მისი თქმით, კომპანია „ზეგის“ თანამშრომლები, სადაცა ბაჩალიაშვილი მუშაობდა, გამომძიებელმა წინასწარ დაწერილი კითხვების შაბლონის მიხედვით დაკითხეს.

„ჩვენ მოგ­ვი­ვი­და შაბ­ლო­ნი, სა­დაც კი­თხვე­ბი იყო ჩა­მოთ­ვლი­ლი და გვი­თხრეს, რომ ამის მი­ხედ­ვით გა­მოგ­ვე­კი­თხა ადა­მი­ა­ნე­ბი, არც მეტი არც ნაკ­ლე­ბი. გასაგებია, რომ ადამიანი ანალიტიკოსია, მაგრამ რას საქმიანობს, ამას ვკითხავდი. გამომძიებელი როცა ხარ და ზედამხედველი გყავს პროკურორი და გეუბნება, რომ ეს კითხვა არის, მაშინ მას აღარ გაცდები. ბევრ რამეს ვკითხავდი, რას საქმიანობდა, კონკრეტულ დეტალებს[…]

როგორც ვიცი ქოლცენტრში მუშაობდა, ზუსტად დასახელება არ ვიცი. თავიდან ზუსტად არ ვიცოდით, მაგრამ დაახლოებითი ვერსია იყო [რომ ქოლცენტრში მუშაობდა]“, – ამბობს სერგო შუბითიძე.

გარდა ამისა, ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების თქმით, პრეპარატები, რაც სამხარაულის ექსპერტიზამ მოითხოვა, თამარ ბაჩალიაშვილს არც შეუძენია და არც მის სისხლში არ ამოსულა.

მათი თქმით, ბაჩალიაშვილმა 4 მედიკამენტი შეიძინა, მისი ორგანიზმის კვდომა კი გამოწვეულიაი მედიკამენტით, რომელიც მას არ უყიდია აფთიაქში და რომელიც რეცეპტით გაიცემა.

ადვოკატების თქმით, გამოძიებამ ვერ მიაკვლია ამ მედიკამენტზე გაცემულია თუ არა რეცეპტი და გამოძიებამ მიაკვლია იმას, რომ არც ბაჩალიაშვილს და არ მის გარემოცვას ის მედიკამენტი არ შეუძენია.

მედიკამენტებზე ისაუბრა სერგო შუბითიძემაც.

„ჩვენ მივმართეთ სამინისტროს წერილით და მოგვივიდა პასუხი, რომ სამი პრეპარატი ჰქონდათ, რომელთაგან ერთ-ერთს ვადა ჰქონდა ამოწურული და მეოთხე პრეპარატი საერთოდ არ ჰქონდა. ფაქტობრივად ორი პრეპარატი იყო. ჩვენ გქვონდა კომუნიკაცია სამედიცინო ექსპერტთან და ვსმჯელობდით, რომ არ იყო ეს პრეპარატები, რა გაგვეკეთებინა“, – ამბობს სერგო შუბითიძე.

„ფორმულას“ ცნობით, მათთან ინტერვიუს შემდეგ სერგო შუბითიძემ სამსახურის დატოვებაზე განცხადება დაწერა.


თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, შემდეგ კი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი დაემატა, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს. ოჯახი თვითმკვლელეობის ვერსიას არ იზიარებს და გამოძიებას არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებს.

საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა, თქვა რა, რომ ადგილი თვითმკვლელობას ჰქონდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი