ახალი ამბები

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელს ეწვევა

12 ოქტომბერი, 2023 • 1195
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელს ეწვევა

ხვალ, 13 ოქტომბერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ისრაელში ჩავა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ბერბოკის ვიზიტის მიზანი ამ კრიზისულ ვითარებაში ისრაელისთვის სოლიდარობის გამოხატვაა.

დღეს, 12 ოქტომბერს, ისრაელში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ჩავიდა. ბლინკენის განცხადებით, მისი ვიზიტის მიზანია დააფიქსიროს აშშ-ის მკაფიო პოზიცია ტერორიზმის წინააღმდეგ.


7 ოქტომბრის დილით ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე მასშტაბური შეტევა დაიწყეს – ქალაქებს დაუშინეს რაკეტები, ისრაელის ტერიტორიაზეც შეიჭრნენ. მათ დახოცეს როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე — სამხედროები, მძევლად აიყვანეს მოხუცები, ქალები და ბავშვებიც, ფაქტების ამსახველი ვიდეოები კი სოციალური ქსელებით გაავრცელეს.

ისრაელმა საპასუხოდ ღაზის სექტორზე დარტყმები დაიწყო და ,სავარაუდოდ, მალე სახმელეთო ოპერაციასაც წამოიწყებს.

12 ოქტომბრის მონაცემებით, „ჰამასის“ თავდასხმას ისრაელში 1300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ღაზაში საპასუხო იერიშებს — 1200-ზე მეტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი