ახალი ამბები

ენტონი ბლინკენი ოთხშაბათს ისრაელს ეწვევა

10 ოქტომბერი, 2023 • 1274
ენტონი ბლინკენი ოთხშაბათს ისრაელს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უახლოეს დღეებში ისრაელში ჩავა. CNN-ის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი ინფორმაციის ადგილზე გაცნობა და იმის გარკვევაა, როგორ შეუძლია აშშ-ს ისრაელის უფრო აქტიური მხარდაჭერა.

“სახელმწიფო მდივანი მოუთმენლად ელის ისრაელის ხელისუფლების ლიდერებთან შეხვედრას იმ საუბრის გასაგრძელებლად, რომელიც პრეზიდენტს ჰქონდა მათთან”, – განაცხადა მეთიუ მილერმა, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა 10 ოქტომბერს.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრეზიდენტს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სამშაბათს, 9 ოქტომბერს ესაუბრა. სატელეფონო საუბრის შემდეგ ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელს, ისევე როგორც ნებისმიერ ერს მსოფლიოში, უფლება აქვს თავდასხმას უპასუხოს. მისივე თქმით, აშშ მხარს დაუჭერს ისრაელს საკუთარ მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი