ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“სამთავრობო დელეგაცია გავემგზავრებით მინსკში” – არძინბა

10 ოქტომბერი, 2023 •
“სამთავრობო დელეგაცია გავემგზავრებით მინსკში” – არძინბა

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა რუსულ სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბარში აცხადებს, რომ სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების დასარეგულირებლად, უახლოეს დროში, აფხაზეთის სამთავრობო დელეგაცია გაემგზავრება მინსკში.

ამასთან, როგორც არძინბა ამბობს, სოხუმი იმედოვნებს, რომ აფხაზეთში ბელარუსთან  ერთად მსხვილ სანატორიულ-კურორტულ კომპლექს ააშენებს, რისი პროექტიც, მისი თქმით, უკვე არსებობს.

რამდენიმე თვის წინ  არძინბა აცხადებდა, რომ “ძალიან კარგად ვითარდება დიალოგი ბელარუსის რესპუბლიკასთან. თუ ბელარუსის რესპუბლიკა აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს – ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისთვის, შექმნის აფხაზეთის იმიჯს, მოგვცემს მოლაპარაკებების წარმოების საშუალებას სამოკავშირეო სახელმწიფოს ფარგლებში”.

უკანასკნელ წლებში ბელარუსის მიერ აფხაზეთის შესაძლო აღიარებაზე ინფორმაცია მედიაში პერიოდულად ვრცელდება. დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია 2023 წლის 20 თებერვალს ბელარუსში ჩავიდა. მანამდე, 2022 წლის სექტემბერში, ლუკაშენკო აფხაზეთს ეწვია, სადაც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ აფხაზეთის “აღიარების საჭიროება არ ყოფილა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი