ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“პუტინს არასოდეს დაუძალებია აფხაზეთის აღიარება” – ლუკაშენკო

18 აგვისტო, 2023 • 3032
“პუტინს არასოდეს დაუძალებია აფხაზეთის აღიარება” – ლუკაშენკო

“რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არასოდეს დაუძალებია აფხაზეთისა და ყირიმის აღიარება”, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, მინსკს არ უღიარებია ყირიმი და აფხაზეთი, რადგან პრაქტიკული თვალსაზრისით ამის საჭიროება არ ყოფილა.

“იმიტომ კი არა, რომ რაღაც განსაკუთრებული ხედვა მქონდა ამაზე. ეს არაფერს შეცვლიდა და არც არაფერს მოგვცემდა. ჩვენ ყირიმთან ვთანამშრომლობდით და ვთანამშრომლობთ. ეს არც დაგვიმალავს. უბრალოდ, პრაქტიკული თვალსაზრისით აღიარების საჭიროება არ ყოფილა”,- განაცხადა ლუკაშენკომ.

უკანასკნელ წლებში ბელარუსის მიერ აფხაზეთის შესაძლო აღიარებაზე ინფორმაცია მედიაში პერიოდულად ვრცელდება. დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია 2023 წლის 20 თებერვალს ბელარუსში ჩავიდა. მანამდე, 2022 წლის სექტემბერში, ლუკაშენკო აფხაზეთს ეწვია, სადაც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი