ახალი ამბები

„გამარჯვების პლატფორმის“ კამპანიების შტაბს გიორგი ვაშაძე უხელმძღვანელებს

29 სექტემბერი, 2023 • 1580
„გამარჯვების პლატფორმის“ კამპანიების შტაბს გიორგი ვაშაძე უხელმძღვანელებს

„ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიცია „გამარჯვების პლატფორმის“ კამპანიების შტაბს გიორგი ვაშაძე უხელმძღვანელობს.

ვაშაძე იქნება მენეჯერი ისეთი კამპანიების, როგორიცაა პენსიების კამპანია, განათლების რეფორმის კამპანია და ა.შ.

„2018 წელს პოზიტიური გამარჯვების გამოცდილება შტაბურ-კამპანიურ მუშაობაში აქვს გიორგი ვაშაძეს. ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დღეიდან კოალიციურ საქმიანობაში ამ კამპანიებს, შტაბს უხელმძღვანელებს გიორგი ვაშაძე“, — განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა” ალიანსი მიმდინარე წლის ივლისში შექმნეს.

“გამარჯვების პლატფორმა”- ენმ და “სტრატეგია აღმაშენებელი” ალიანს ქმნიან

მასალების გადაბეჭდვის წესი