ახალი ამბები

პრეზიდენტი ბალტიის ქვეყნებში ვიზიტს მართავს

25 სექტემბერი, 2023 • 1014
პრეზიდენტი ბალტიის ქვეყნებში ვიზიტს მართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ტალინში შეხვდება ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი განაგრძობს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად.

26 სექტემბერს რიგაში სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდება ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩს, 27 სექტემბერს კი ვილნიუსში — ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას.

30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.

აღნიშნული განცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტისთვის მთავრობას ევროპაში ვიზიტებზე თანხმობა არ მიუცია. მიუხედავად მთავრობის უარისა, სალომე ზურაბიშვილი უკვე იმყოფებოდა ბერლინში, ბრიუსელსა და პარიზში, სადაც გერმანიის, ევროპული საბჭოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შეხვდა.

საპასუხოდ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაანონსა.

საკონსტიტუციო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს 3 ოქტომბერს განიხილავს

მასალების გადაბეჭდვის წესი