ივა ფეზუაშვილის რომანი „ბუნკერი” მოხვდა ფრანგული ლიტერატურული პრემიის – “Prix Médicis étranger” გრძელ სიაში, 2023 წელს ფრანგულ ენაზე გამოცემულ რომანებს შორის.
„ბუნკერი” „წინანდლის” (საუკეთესო რომანი) და „საბას” (საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში) პრემიებთან ერთად, გახდა გამარჯვებული „ევროკავშირის ლიტერატურული პრემიისა”, რომლის შემდეგაც ნაწარმოები ითარგმნ(ებ)ა ფრანგულ, სომხურ, პოლონურ და იტალიურ ენებზე.
ივა ფეზუაშვილის რომანში ყარაბაღის ომიდან თბილისში გამოქცეული სიმონიანების საგაა მოთხრობილი – ერთი ოჯახის ამბავი ერთი დღე-ღამის განმავლობაში. ყველა კონფლიქტი, დრამა და გამოცდა ერთიანად დაატყდებათ ამ წიგნის პერსონაჟებს, წარსულის დემონებიც იღვიძებენ და პრობლემის მარტივად, რაციონალურად გადაწყვეტის შესაძლებლობას არ აძლევენ…