აფიშაახალი ამბები

ივა ფეზუაშვილის ახალი წიგნის წარდგენა მწერალთა სახლში

31 მარტი, 2023 • 1090
ივა ფეზუაშვილის ახალი წიგნის წარდგენა მწერალთა სახლში

პირველ აპრილს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში გამომცემლობა „ინტელექტი” წარადგენს  ივა ფეზუაშვილის ახალ წიგნს „მასკარაფონე“.

ტექსტების — „ფსკერის სახარება“ და „ბუნკერი“ — შემდეგ, „მასკარაფონე“ არის ივა ფეზუაშვილის ტრილოგიის მესამე, დასკვნითი რომანი.

„მკითხველი ბევრ საერთოს იპოვის წინა ნაწარმოებებთან და გააგრძელებს საქართველოს უახლესი ისტორიის გარდამტეხ მოვლენებზე დაკვირვებას, ამ წიგნში კი შეხვდება მთელ თაობას, რომელსაც მშობლებისგან ზრუნვასთან და სიყვარულთან ერთად მძიმე ტრავმებიც გადმოეცა.

„მასკარაფონე“ არის ამბავი ახალგაზრდების შესახებ, რომლებიც არასდროს ყოფილან ბავშვები. თინეიჯერობისას ისინი ყოველდღიურად იბრძვიან უდარდელობის, თავისუფლებისა და სიყვარულისთვის. ამ ბრძოლაში ძნელად ნებდებიან, თუმცა ზრდასრულ ასაკში ბავშვურად ცხოვრების სურვილმა ისინი ტრაგიკულ შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს”, – წერია წიგნის აღწერა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი