ახალი ამბები

საკონსტიტუციო განხილვების საბჭო ქუთაისში

6 აგვისტო, 2010 • • 1062
საკონსტიტუციო განხილვების საბჭო ქუთაისში

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საზოგადოებრივი განხილვების საბჭო დღეიდან რეგიონებში გასვლას იწყებს. შეხვედრა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს,  15.00 საათზე, შედგება. კომისიის წევრები საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

კომისიის წევრების განცხადებით, რეგიონებში გასვლას დიდი მნიშნვნელობა აქვს, რადგან კომისია შეხვედრებზე რეგიონებში მცხოვრებთა შენიშვნებს მოისმენს, რომლებიც შესაძლოა შემდგომ განხილვებზე  გაითვალისწინონ.

საქართველოს პარლამენტმა, პარლამენტის რეგლამენტის 176–ე მუხლის პირველი, მეორე და მეორე პრიმა მუხლების მიხედვით, დაადგინა საყოველთაო–სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია.

კომისია 36 ადამიანისგან დაკომპლექტდა. განხილვების კომისიის თავმჯდომარე პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძეა. განხილვების კომისიის შემადგენლობაში საკონსტიტუციო კომისიის წევრები, პოლიტიკური პარტიებისა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებიც შედიან.

საკონსტიტუციო კომისია საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 8 ივნისის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა. კომისიამ, ერთწლიანი მუშაობის შედეგად, საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ვარიანტი საქართველოს პარლამენტს 2010 წლის 20 ივლისს წარუდგინა.

საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის საპარლამენტო განხილვები 2010 წლის სექტემბერში დაიწყება. განხილვებამდე პარლამენტის მიერ შექმნილი საყოველთაო–სახალხო განხილვების საორგანიზაციო კომისია საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი