ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დაღუპულია, სულ მცირე, 200 ადამიანი, დაჭრილია 400-ზე მეტი – დე ფაქტო ყარაბაღის ომბუდსმენი

21 სექტემბერი, 2023 • 1222
დაღუპულია, სულ მცირე, 200 ადამიანი, დაჭრილია 400-ზე მეტი – დე ფაქტო ყარაბაღის ომბუდსმენი

დე ფაქტო ყარაბაღის ომბუდსმენის გეგამ სტეპანიანის განცხადებით, ერთდღიანი საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 200 ადამიანი, მათ შორის, ათი მშვიდობიანი მოქალაქე და ხუთი ბავშვი.

სტეპანიანის განცხადებითვე, დაჭრილია 400 ადამიანზე მეტი, მათ შორისაა 40 მშვიდობიანი მოქალაქე და 13 ბავშვი.

აზერბაიჯანი ერთი დღის განმავლობაში აწარმოებდა საბრძოლო მოქმედებებს ყარაბაღში, „ანტიტერორისტული ღონისძიებების ფარგლებში“. 20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო ყარაბაღის ხელისუფლება დათანხმდა თავისი შეიარაღებული ძალების დაშლას და ბაქოსთან მოლაპარაკებას.


მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ამ ეტაპზე აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებს, აზერბაიჯანმა 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო. ბაქოს ცნობით, ის “ანტიტერორისტულ ოპერაციას” ატარებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანის მიზანია, სომხეთი ჩაითრიოს საბრძოლო მოქმედებებში, თუმცა, მთიან ყარაბაღში არ იმყოფებიან სომხური დანაყოფები.

20 სექტემბერს დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკამ მიიღო რუსი მშვიდობისმყოფელების წინადადება ცეცხლის შეწყვეტასა და საბრძოლო შენაერთების განიარაღებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი