ახალი ამბები

პარლამენტში ოპოზიციასა და უმრავლესობის წევრებს შორის დაპირისპირებაა

20 სექტემბერი, 2023 • 1312
პარლამენტში ოპოზიციასა და უმრავლესობის წევრებს შორის დაპირისპირებაა

პარლამენტის დერეფანში  უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირსპირებაა.  დაპირისპირება იმ დროს დაიწყო, როცა ჟურნალისტებთან კომენტარისთვის მდგარ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ოპოზიციის წევრებმა უთხრეს, რომ „რუსეთის ჯაშუშია“.

უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დაპირსპირება პარლამენტის დერეფანში რამდენიმე კერად მიმდინარეობდა. უმრავლესობის წევრები ოპოზიციას მიმართავდნენ, რომ ისინი „აგენტები“ არიან და „დავალებით მოქმედებენ“.

მანამდე ოპოზიცია ითხოვდა, რომ  დღეს პარლამენტში ოთარ ფარცხალაძის საკითხთან დაკავშირებით დებატები გამართულიყო. თუმცა, როგორც პარლამენტის თავმდჯომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, სხდომის დღის წესრიგი უკვე დამტკიცებულია. ამასთან, პაპუაშვილმა ერთ-ერთი ოპოზიციონერი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე დარბაზიდან გააძევა, რომელმაც მანამდე უმრავლესობის წევრებს მიმართა, რომ ისინი „რუსულ ჯაშუშურ ქსელს იცავენ“.  ამის შემდეგ კი სასეიო დარბაზი ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმაც დატოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი