ახალი ამბები

სრული სიცრუეა – თავდაცვის სამინისტრო საქართველოში აშშ-ის ბაზის გახსნის შეთავაზებაზე

13 სექტემბერი, 2023 • 1077
სრული სიცრუეა – თავდაცვის სამინისტრო საქართველოში აშშ-ის ბაზის გახსნის შეთავაზებაზე

თავდაცვის სამინისტრო უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, 2 წლის წინ, უკრაინაში ომის დაწყებამდე, საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს „ქართულმა ოცნებამ“ უარი უთხრა ქვეყანაში ამერიკული ბაზის გახსნაზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„თავდაცვის სამინისტრო ეხმიანება მედიაში გასულ ინფორმაციას, რომელიც შეეხება აშშ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების თემას და შინაარსობრივად წარმოადგენს სრულ სიცრუეს. აღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება პოლიტიკურად მიკერძოებული პირის მიერ, რომელიც შემდგომ ცალკეული მედიასაშუალებებისა და პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მიერ გამოყენებულია დეზინფორმაციული კამპანიის საწარმოებლად. მოვუწოდებთ საზოგადოებას, დაეყრდნონ გადამოწმებულ ინფორმაციას, განსაკუთრებით ასეთი მნიშვნელობის თემატიკის განხილვისას“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი