ახალი ამბები

ამერიკულმა ბაზამ როგორ უნდა დაგიცვას? ერთადერთი გარანტია ნატოა – კობახიძე

13 სექტემბერი, 2023 • 1777
ამერიკულმა ბაზამ როგორ უნდა დაგიცვას? ერთადერთი გარანტია ნატოა – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოში ამერიკული ბაზის გახსნა უსაფრთხოების გარანტი ვერ იქნება.

მისი თქმით, საქართველოსთვის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი ნატოა.

კობახიძემ ასე უპასუხა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც, 2 წლის წინ, უკრაინაში ომის დაწყებამდე, საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს „ქართულმა ოცნებამ“ უარი უთხრა ქვეყანაში ამერიკული ბაზის გახსნაზე.

კობახიძის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია და მისი წყაროც არასერიოზულია.

„ერთადერთი, რამაც შეიძლება საქართველოს უსაფრთხოების გარანტია მისცეს არსებულ ვითარებაში, ეს არის ნატოს წევრობა.  მაგალითად, ბალტიის და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს სწორედ ნატოს ქოლგა იცავს. რა თქმა უნდა, არავითარი ბაზა არ არის უსაფრთხობის გარანტია. ამ ინფორმაციის წყარო არის სასაცილო და, შესაბამისად, ინფორმაციაც არის სასაცილო.. ამ ინფორმაციის არასერიოზულობაზე კიდევ მიუთითებს ის, რომ ბაზამ როგორ უნდა დაგიცვას?!  ნატოს ქოლგა არის ერთადერთი გარანტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი