ახალი ამბები

ანასტასია გუბანოვამ მოიგო ლომბარდიის თასი

9 სექტემბერი, 2023 • 3347
ანასტასია გუბანოვამ მოიგო ლომბარდიის თასი

საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ მოიგო ფიგურული სრიალის ჩელენჯერ კატეგორიის ტურნირი – ლომბარდიის თასი.

გუბანოვამ მოიგო მოკლე პროგრამა, ხოლო თავისუფალ პროგრამაში გავიდა მეოთხე ადგილზე. ორი პროგრამის ჯამში დაგროვილი ქულები საკმარისი აღმოჩნდა ტურნირზე მისი გამარჯვებისთვის.

ანასტასია გუბანოვა მესამე სეზონია, რაც საქართველოს სახელით ასპარეზობს, იქამდე იგი წარადგენდა რუსეთის  ფედერაციას. 2022 წელს, მოციგურავემ საქართველოს სახელით  მოიგო ფიგურული სრიალის ევროპის ჩემპიონატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი