ახალი ამბები

„კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან“ — ბორელი

8 სექტემბერი, 2023 • 1637
„კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან“ — ბორელი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

„კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან საქართველოს ევროპული გზისა და რეგიონული უსაფრთხოების სიტუაციის შესახებ. საქართველო ჩვენი ძლიერი პარტნიორია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ძლიერ ინსტიტუტებს, რომლებიც ერთად მუშაობენ პროგრესსზე ევროპული მომავლის მიმართულებით“, — წერს ბორელი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

ჟოზეფ ბორელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის რანგში პირველად სტუმრობს საქართველოს. ვიზიტის ფარგლებში ის ასევე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პარლამენტის წევრებს.

კანდიდატის სტატუსზე ბორელმა და ღარიბაშვილმა განსხვავებული პოზიციები დააფიქსირეს

მასალების გადაბეჭდვის წესი