ახალი ამბები

ომზე დავით დადუნაშვილის პროპაგანდისტული ფილმი რუსულ კინოგაქირავებაში ჩავარდა

30 აგვისტო, 2023 • 2493
ომზე დავით დადუნაშვილის პროპაგანდისტული ფილმი რუსულ კინოგაქირავებაში ჩავარდა

რუსული პროპაგანდისტული ფილმი „მოწმე“, რომელიც უკრაინელი სამხედროების „არაადამიანურ დანაშაულებზე“ ყვება, გაქირავებაში ჩავარდა, მიუხედავად რუსეთის კულტურისა და თავდაცვის სამინისტროების და სამთავრობო მედიის მხარდაჭერისა.

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის მოვლენებს ბელგიელი მუსიკოსი უკრაინულ სოფელ სემიდვერიში მიჰყავს, სადაც იგი არაადამიანური დანაშაულებისა და სისხლიანი პროვოკაციების მოწმე ხდება. ახლა მისი მთავარი მიზანი არა უბრალოდ გადარჩენა, არამედ მსოფლიომდე სიმართლის მიტანაა. ვინაიდან სიმართლე შიშზე ძლიერია“, – ვკითხულობთ ფილმის აღწერაში.

როგორც დამოუკიდებელი მედიასაშუალება „ჰოლოდ“ წერს, 21 აგვისტოს მდგომარეობით, ფილმმა, 200 მილიონი რუბლის [დაახლ. 20 მილიონი დოლარი; კინოკრიტიკოს ივან ფილიპოვის მონაცემები] ბიუჯეტით, კინოთეატრებში მხოლოდ შვიდი მილიონი რუბლი მოაგროვა [დაახლ. 72 ათასი დოლარი].

„მოწმეს“, რუსული მედიის ცნობით, 19,9 ათასმა ადამიანმა უყურა კინოთეატრებში, ხოლო ყველაზე პოპულარული რუსი მაყურებლებისთვის შემდეგი ფილმები აღმოჩნდა – „ლედი ბაგი და სუპერ-კატა: ძალის გამოღვიძება“ [მოაგროვა 152,3 მილიონი რუბლი], „ბაბა იაგა იხსნის მსოფლიოს“ [56,8 მილიონი რუბლი], „პალიჩისთვის!“ [25 მილიონი რუბლი].

ფილმის რეჟისორი დავით დადუნაშვილია. რეჟისორობის გარდა დადუნაშვილი მსახიობიცაა – ნათამაშები აქვს, მაგალითად, რუსულ კინოფილმში „ქალები კაცების წინააღმდეგ – ყირიმული არდადეგები“. იგი აგრეთვე იყო ფილმ „რესტორანი გაგებების გარეშეს“ რეჟისორი და სხვა სერიალებისა თუ ფილმების პროდიუსერი/რეჟისორი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი