ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევი ყარაბაღელებისთვის გზის გახსნის პირობას ასახელებს

30 აგვისტო, 2023 • 1542
ალიევი ყარაბაღელებისთვის გზის გახსნის პირობას ასახელებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ლაჩინის გზა, რომლითაც ყარაბაღი სომხეთს უკავშირდება, მხოლოდ აღდამის გზის [აზერბაიჯანი-ყარაბაღის] გახსნის შემდეგ შეიძლება აღდგეს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ალიევმა სატელეფონო საუბარში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს უთხრა.

აღდამის რაიონი აზერბაიჯანმა 2020 წლის ყარაბაღის ომის დროს დაიკავა. აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ ყარაბაღელ სომხებს ლაჩინის გზის ნაცვლად შეუძლიათ გამოიყენონ მარშრუტი აღდამი-ჰანქენდი. ადგილობრივი მოსახლეობა კი საპასუხოდ ამბობს, რომ ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის არაფრის ფასად აპირებს აზერბაიჯანის მხარე გადასვლას და სომხეთთან თავისუფალ გადაადგილებას ითხოვს.

ალიევის ცნობითვე, ბაქომ ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლები ბაქოში მიიწვია რეინტეგრაციის საკითხებზე სამჯელოდ, თუმცა, უარი მიიღო და ამასთან, ჰუმანიტარული კრიზისით მანიპულირებს.

სომხური მხარე აცხადებს, რომ ჰუმანიტარული კრიზისის აღმოსაფხვრელად ერთადერთი გამოსავალი ლაჩინის კოროდორის გახსნაა, რომელიც აზერბაიჯანმა ჩაუკეტა და სომხეთთან კავშირი გაუუქმა.

აზერბაიჯანმა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის კორიდორი 2022 წლის დეკემბერს ჩაკეტა. გზის ჩაკეტვის გამო ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისია. ეს კრიზისი განსაკუთრებით უკანასკნელ თვეებში გამწვავდა, როდესაც აზერბაიჯანმა გზაზე ოფიციალური გამშვები პუნქტი ჩადგა და წითელი ჯვრის მეშვეობით მხოლოდ მძიმე პაციენტებს ატარებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიტიკური, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების პირობებში ყარაბაღში დიდხანს ცხოვრებას ვერ შეძლებენ. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო პროდუქციას სომეხი მოსახლეობისთვის ყარაბაღში, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ მარშრუტი აღდამი-ჰანქენდი. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის არაფრის ფასად აპირებს აზერბაიჯანის მხარე გადასვლას და სომხეთთან თავისუფალ გადაადგილებას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი