საბურავების გადამამუშავებელ ქარხანას გუშინ გვიან ღამით, ხანძარი გაუჩნდა. ქარხანა სოფელ მეტეხში, საცხოვრებელი უბნიდან ორას მეტრში მდებარობს.
როგორც ცნობილია, ცეცხლი შედუღების აპარატს გაუჩნდა. დამწვარია სამას ტონამდე საბურავი. შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო კასპისა და გორის სახანძრო სამსახურები.
საცხოვრებელ უბანთან სიახლოვის გამო, იყო საშიშროება, რომ ცეცხლი დასახლებულ პუნქტსაც გადასდებოდა. მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება ორ საათში შეძლეს.
კახა ხაჩირიშვილის, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით, საწარმოს გამგეობისგან მუშაობის უფლება მიღებული არ ჰქონდა:
”გამგეობის მხრიდან არანაირი ნებართვა არ ჰქონდა მიღებული. ჩვენგან გაფრთხილებულნი იყვნენ, რომ მსგავსი სამუშაოები აღარ ეწარმოებინათ. შესაბამისი სამსახურები დაადგენენ, თუ რის გამო გაჩნდა ხანძარი.”