ახალი ამბები

პატიმრები გათავისუფლების მოლოდინში

29 ივლისი, 2010 • • 1166
პატიმრები გათავისუფლების მოლოდინში

ვადაზე ადრე გათავისუფლების სახელმწიფო კომისიის სხდომა დღეს გაიმართება. კომისიაში 300 განაცხადია შესული. კომისიის წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, განხილვას 160 განაცხადი დაექვემდებარება.

განაცხადთა სიაში სხვადასხვა კატეგორიის მსჯავრდებულები მოხვდნენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ პატიმარს გაათავისუფლებენ. განხილვის კომისიის დასრულებისთანავე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, რამდენ პატიმარს გაუწევს კომისია რეკომენდაციას სასამართლოზე გასათავისუფლებლად.

პატიმართა შეწყალება იგეგმება მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებითაც. შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ პრეზიდენტს თხოვნით მიმართა კომისიის სხდომის დანიშვნის თაობაზე.

კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძეა. მისი განცხადებით, მომზადებულია 400-მდე საქმე. კომისია იმ პატიმრების საქმეებს განიხილავს, რომელთაც სასჯელის ნახევარი აქვთ მოხდილი

  და დადებითი დახასიათება აქვთ.

”საკმაოდ ბევრი მასალა შეგროვდა. 400-მდე საქმე ეხება იმ პატიმრებს, ვისაც მოხდილი აქვს სასჯელის ნახევარი და ვისაც მიღებული აქვს დადებითი რეკომენდაცია. მათ შორი ექვსი არასრულწლოვნის საქმეა”, – ამბობს ელენე თევდორაძე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი