ახალი ამბები

ყაზბეგში მდინარე ადიდდა, ღვარცოფულმა ნაკადმა გზა დატბორა

18 აგვისტო, 2023 • 2950
ყაზბეგში მდინარე ადიდდა, ღვარცოფულმა ნაკადმა გზა დატბორა

ყაზბეგში უხვი ნალექის შედეგად მდინარე ადიდდა, რამაც ღვარცოფული ნაკადი გამოიწვია. შედეგად, სოფელ გერგეთთან და თარგმანის ტერიტორიაზე გარკვეული მონაკვეთი, მათ შორის გზა დაიტბორა.

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში უთხრეს.

მერიის პრესსამსახურისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ღვარცოფული ნაკადის გავლის შედეგად არავინ დაშავებულა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, დატბორილი გზის გარდა სხვა ინფრასტრუქტურის ან საცხოვრებელი სახლების დაზიანების შესახებ მათთვის არავის მიუმართავს.

მერიის თანახმად, გუშინ გვიან ღამით გაიწმინდა გზა, რომელიც მდინარის ადიდების შედეგად დაიტბორა, მდინარეს კი კალაპოტი შეუცვალეს.


გარეკანის ფოტო: კადრი “ფორმულას” ეთერიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი