ახალი ამბები

უახლოეს საათებში წვიმა, სეტყვა და ქარია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში – სააგენტო

7 ივნისი, 2024 •
უახლოეს საათებში წვიმა, სეტყვა და ქარია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს.

სააგენტოს განცხადებით, დღეს, 7 ივნისს უახლოეს საათებში აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).

მასალების გადაბეჭდვის წესი