ახალი ამბები

მტკვარში მოზარდის გვამს ეძებენ

28 ივლისი, 2010 • • 1099
მტკვარში მოზარდის გვამს ეძებენ

მტკვარში, გორის ტერიტორიაზე, დაკარგულ ახალგაზრდას მაშველები ამ დრომდე ეძებენ. 14 წლის მოზარდი დინებამ გუშინ საღამოს წაიღო. მაშველები მოზარდს მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ.

ადგილობრივ სამაშველო სამსახურებს თბილისიდან ჩამოსული მაშველთა ჯგუფიც ეხმარება.

თვითმხილველების თქმით, 14 წლის მოზარდი მდინარეზე საბანაოდ ორ თანატოლ ნათესავთან ერთად წავიდა. მოზარდმა ცურვა არ იცოდა და მდინარეში შესვლის შემდეგ წყალმა წაიღო.

თანმხლებმა მოზარდებმა პატრულს მალევე გამოუძახეს, თუმცა მოზარდი მდინარემ წაიღო და თვალს მიეფარა, აცხადებენ თვითმხილველები.

შემთხვევის ადგილზე შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც მივიდა. სამსახურის წარმომადგენლების თქმით, ძებნას წყლის მიმოქცევა უშლიდა ხელს. ადგილობრივმა მაშველებმა დამხმარე ძალები თბილისიდან გამოიძახეს.

დავით ჭკადუა, შიდა ქართლის  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი: ”ხელს გვიშლის წყლის მიმოქცევა. პარალელურ რეჟიმში გამოვიძახეთ თბილისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც გვეხმარებიან.”

მოზარდის ძებნა, ხილვადობის გაუარესების გამო, გვიან ღამით შეწყდა. მაშველების განცხადებით, მოზარდის ძებნა დღეს დილიდან განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი